როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო ხალხური საშუალებებით
თავდაპირველად ეს დაავადება არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. მერე და მერე ფრჩხილები სქელდება, ფორმას კარგავს და იფშვნება. შესაძლოა, ფეხსაცმლის ტარება შემაწუხებელიც კი გახდეს. შესახედავადაც ძალიან უსიამოვნოა. მიშვებულ დაავადებას ხანგრძლივი, გულმოდგინე მკურნალობა სჭირდება, სოკოს საწინააღმდეგო წამლები კი არცთუ ისე იაფია, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა და უკეთესობა მართლაც ვიგრძენი.
- აიღეთ 100 გრამი კალანჰოე, 30 გრამი ევკალიპტის ზეთი, 10 გრამი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ხსნარი დადგით გრილ, ბნელ ადგილას 3 დღის განმავლობაში, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე დღეში 1-ხელ.
- აიღეთ 20%-იანი პროპოლისის ნაყენი ან მისი ექსტრაქტი, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე. მალე დაზიანებული ფრჩხილი მოძვრება და მის ადგილას ჯანსაღი წამოვა.
- სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ასევე ცირცელის ნედლ ფოთოლს. კარგად უნდა გაწმინდოთ, დაიდოთ დაზიანებულ უბანზე და დოლბანდით დაიმაგროთ. ნახვევი ყოველდღე უნდა შეცვალოთ.
- კარგია ასეთი ნაყენიც: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭერმის ფისი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი და 3 დღით დააყენეთ. გამოყენების წინ კარგად შენაჯღრიეთ. წაისვით ფეხის ფრჩხილზე ყოველდღე 1 თვის განმავლობაში. ფრჩხილი დარბილდება. ის ფაქიზად უნდა მოიჭრათ. მის ადგილას კი ახალი, ჯანსაღი ფრჩხილი ამოვა.
- ყოველდღე ვიკეთებდი კალიუმის პერმანგანატის ხსნარის აბაზანებს, შემდეგ ფრჩხილზე 10 გრამი პროპოლისისა და 10 მლ 96%-იანი სპირტის ნარევს ვისვამდი და ვიხვევდი. ნახვევს დღეგამოშვებით ვცვლიდი, ვიდრე სოკოსგან სულ მთლად არ განვიკურნე.