აჩმა - ცნობილი ხაჭაპურის ოდნავ განსხვავებული ვერსია!
fpaparazzi გთავაზობთ აჩმის რეცეპტს, რომელიც ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის კიდეც. თუმცა, ამ ვარიანტში, ჩვენ გთვაზობთ გამოიყენოთ სულუგუნი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- წყალი 200 მლ
- ფქვილი 1 კგ
- კარაქი 400 გ
- ყველი სულუგუნი 1 კგ
- კვერცხი 5 ცალი
- არაჟანი 200 გ
- მარილი
მომზადების წესი:
- კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ წყალი, გაცრილი ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი.
- გაყავით ცომი 8 ნაწილად, ერთ-ერთი ნაწილი ცოტათი დიდი აიღეთ.
- გააკეთეთ თითოეული ცომისგან გუნდა. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ კი გააბრტყელეთ ძალიან თხელ წრეებად.
- ცომის ყველაზე დიდი ფირფიტა მოათავსეთ კარაქწასმულ პერგამენტის ქაღალდზე და წაუასვით გამდნარი კარაქი.
- დანარჩენი ცომის ფირფიტები სათითაოდ ჩადეთ მდუღარე წყალში 10-15 წამით, შემდეგ კი ამოიღეთ და მოათავსეთ ცივწყლიან ჯამში, შემდეგ კი ქაღალდეის ხელსახოცზე.
- გახეხეთ ყველი, შეურიეთ არაჟანი და გამდნარი კარაქის ნახევარი.
- უმი ცომის ფირფიტაზე დააფინეთ მოხარშული 4 ფირფიტა, თითოეულს წაუსვით ბლომად გამდნარი კარაქი. ზემოდან გაანაწილეთ გახეხილი ყველის მასის ნახევარი.
- შემდეგ დააფინეთ მოხარშული ცომის 3 ფირფიტა, ასევე წაუსვით თითოეულს გამდნარი კარაქი. ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი ყველის მასა. ამოუწიეთ უმი ცომის კიდეები ზემოთ.
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. დააფარეთ აჩამს ცომის ბოლო ნაწილი. ზემოდან დააფინეთ ფოლგის ფირფიტა და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 180 გრადუსამდე, მოხსენით აჩამს ფოლგა და აცხვეთ კიდევ 10 წუთი.
- სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.