სამეფო ხაჭაპურის რეცეპტი ფუმფულა ცომით

სამეფო ხაჭაპურის რეცეპტი ფუმფულა ცომით
FPAPARAZZI-ის რედაქციამ ამჯერად ხაჭაპურის რეცეპტი შეგირჩიათ, რომელიც მაწვნის ან კეფირის ცომზე მზადდება და ძალიან გემრიელია.
საჭირო მასალა:
  • მაწონი ან კეფირი- 500 მლ
  • რძე- 200 მლ
  • კვერცხი- 3 ცალი
  • გამდნარი კარაქი- 100 გ
  • მცენარეული ზეთი- 100 მლ
  • ფქვილი- 1000 გ
  • მშრალი საფუარი- 10გ
  • შაქარი- 1ჩ.კ
  • მარილი გემოვნებით
  • ჭყინტი ყველი- 1 კგ
  • კარაქი- 75 გ
  • არაჟანი- 1 ს.კ
  • 1კვერცხის გული

მომზადების წესი:
  1. თბილ რძეს დაუმატეთ მწიკვი შაქარი და საფუარი, დაასხით ცოტა მცენარეული ზეთი, ფქვილი და დადგით 15-20 წუთით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
  2. შემდეგ მასას დაუმატეთ მაწონი, 1 კვერცხი და ფქვილის ნახევარი. მოზილეთ ცომი. ნელ- ნელა შეურიეთ მარილი,დამდნარი კარაქი და შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი.
  3. დროდადრო ხელი ზეთით დაისველეთ და ისე განაგრძეთ ცომის ზელა, რათა მასა უფრო ადვილად შეიკრას.
  4. მზა ცომს თავზე მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1- 1,5 საათის განმავლობაში.
  5. ამასობაში ყველი გახეხეთ, დაუმატეთ კვერცხი და დარბილებული კარაქი.
  6. ცომი და გულსართი გაყავით 6 ტოლ ნაწილად.
  7. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, ჩადეთ მის გულში ყველი და შეკარით.
  8. ხაჭაპურს გამოცხობამდე ზემოდან წაუსვით კვერცხის გულისა და არაჟნის ნაზავი და რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
  9. ხაჭაპური უნდა აცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
  10. შემდეგ წაუსვით კარაქი, დააცადეთ შეგრიელება და გემრიელად მიირთვით.