გრილზე შემწვარი ბოსტნეული ბაზილიკის სოუსით
კიდევ ერთი უგემრიელესი სამარხვო კერძი fpaparazzi-სგან.
მომზადების დრო: 15 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 258 კკალ
საჭირო მასალა:
სოუსისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 15 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 258 კკალ
საჭირო მასალა:
- ყაბაყი 2 ცალი
- წითელი ხახვი 1 თავი
- ლიმონის წვენი და ცედრა 2 ჩ/კ
- ბადრიჯანი 2 საშუალო
- ზეითუნის ზეთი 2 ჩ/კ
- წითელი წიწაკა 3 საშუალო
სოუსისთვის:
- ძმარი 2 ჩ/კ
- ზეითუნის ზეთი ¼ ჭიქა
- დიჟონის მდოგვი 1 ჩ/კ
- ქორფა ბაზილიკი ერთი პატარა კონა
მომზადების წესი:
- ზეითუნის ზეთს შეურიეთ ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ძმარი და მდოგვი ერთად, დაუმატეთ 1 ჩ/კ წყალი და წვრილად დაჭრილი ბაზილიკი. აურიეთ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
- გაჭერით წიწაკა 4 ნაწილად, გაასუფთავეთ თესლისგან და შეწვით გრილის რეჟიმზე ღმელში.
- შემდეგ გამოიღეთ, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 5 წუთი. ამის შემდეგ წიწაკას კანი ადვილად გაეცლება. დაჭერით ფართე გრძელ ნაჭრებად. ეცადეთ, არ გააცივოთ.
- ბადრიჯანი და ყაბაყი დაჭერით ბრყელ ნაჭრებად, ხახვი მსხვილად, წაუსვით ბოსტნეულს ზეთი და შეწვით ნაწილ-ნაწილ ტაფა-გრილზე.
- შემდეგ გადაიტანეთ წიწაკასთან და მოასხით ბოსტნეულს ლიმონიანი ზეთი.
- გადაიტანეთ თეფშზე და მოასხით ბაზილიკის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!