ხილისა და ბოსტნეულის სალათა გარგარის ჯემით
fpaparazzi მარტივი, მსუბუქი და გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტს გთავაზობთ.
მომზადების დრო: 1 სთ
ულუფების რაოდენობა: 4-6
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 157 კკალ
საჭირო მასალა:
2 ცალი სტაფილო
სოუსისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 1 სთ
ულუფების რაოდენობა: 4-6
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 157 კკალ
საჭირო მასალა:
2 ცალი სტაფილო
სოუსისთვის:
- ვარდისფერი ახალდაფქული პილპილი
- ნახევარი ლიმონი
- 10 ცალი მარწყვი
- დაჭრილი ნუში
- 2 ს/კ გარგარის ჯემი
- 4 ღერი ნიახური
- 2 ს/კ კონიაკი, ბრენდი ან რომი
- ლიმონის წვენი
- 1 დიდი ფორთოხალი
- ერთი მუჭა ოქროსფერი ქიშმიში
- 5 მსხვილი მაგარი მსხალი
მომზადების წესი:
- დაალბეთ ქიშმიში კონიაკში 1 საათით.
- მოამზადეთ სოუსი: გააცალეთ ფორთოხალს და ლიმონს ცედრა და წვრილად დაჭერით.
- გამოწურეთ ციტრუსებიდან წვენი, დაასხით ცედრას. დაუმატეთ ჯემი და აურიეთ.
- სტაფილო გაჭერით შუაზე, შემდეგ დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად. ნიახური დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. მარწყვი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწი, გააშრეთ, დაჭერით ოთხად.
- მსხალი გაფცქვენით, ამოაჭერით გულები და დაჭერით მსხვილ კუბიკებად, მოასხით ლიმონის წვენი.
- გაწურეთ ლიმონი, განაწური დაუმატეთ სოუსს. შეურიეთ ერთმანეთში ბოსტნეული, ხილი და ქიშმიში მოსასხმლთან ერთად. მოაყარეთ ვარდისფერი პილპილი და დაჭრილი ნუში. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!