თბილი სალათა მიდიებით

თბილი სალათა მიდიებით
fpaparazzi გემრიელ და სასარგებლო სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფების რაოდენობა: 4 ცალი
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 124 კკალ.

საჭირო მასალა:

  • ზეთი 2-3 ს/კ
  • პრასი, თეთრი ნაწილი 1 ცალი
  • სოიოს სოუსი 1-2 ს/კ
  • ოხრახუში პატარა კონა
  • 0,5 თავი ჩინური კომბოსტო
  • 250 გ მიდიები
  • 1 ლაიმის წვენი
  • 2 ღერი შალფეი
  • სტაფილო 1 ცალი


მომზადების წესი:

  1. კომბოსტო გარეცხეთ და დაჭერით წვრილად. პრასი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით დაახლოებით 5 სმ სიგრძის ნაჭრებად, შემდეგ ჩხირებად.
  2. სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად.
  3. ოხრახუში და შალფეი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წმინდად.
  4. მიდიები გარეცხეთ და გააშრეთ.
  5. გაახურეთ ტაფაზე ზეთი, მოხრაკეთ 3 წუთის განმავლობაში სტაფილო, დაუმატეთ მიდიები და ხრაკეთ კიდევ 2 წუთი.
  6. დაუმატეთ მწვანილი, პრასი და ჩინური კომბოსტო. ჩაასხით სოიოს სოუსი, აურიეთ. თუშეთ 3 წუთი.
  7. გადმოდგით ცეცხლიდან მოასხით ლაიმის წვენი, კიდევ ერთხელ ამოურიეთ და გაანაწილეთ თეფშებზე.

გემრიელად მიირთვით!