მაროკოული სალათა სტაფილოს, კიტრისა და ბოლოკისგან
fpaparazzi პიკანტური და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.
სირთულე: მარტივი; ულუფების რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 15 წუთი.
საჭირო მასალა:
სოუსისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
სირთულე: მარტივი; ულუფების რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 15 წუთი.
საჭირო მასალა:
- 4 სტაფილო
- 1 კიტრი
- 10 ცალი ბოლოკი
სოუსისთვის:
- 0,5 ჩ/კ შაქრის პუდრა
- 2 ღერი ქინძი
- 0,5 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
- დარიჩინი
- 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
- სტაფილო გაფცქვენით, გახეხეთ მსხვილად.
- ბოლოკი გარეცხეთ, დაჭერით თხელ წრეებად.
- კიტრი გარეცხეთ და დაჭერით ჩხირებად.
- მოათავსეთ ბოსტნეული საწურზე, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი, რათა ზედმეტი სითხე დაიწუროს.
- გარეცხეთ წითელი წიწაკა, ამოაცალეთ თესლი და დაჭერით წვრილად.
- ქინძი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წმინდად.
- აურიეთ ერთმანეთში წიწაკა, ქინძი, დარიჩინი და შაქრის პუდრა. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. აურიეთ სასალათეში სტაფილო, ბოლოკი და კიტრი, მოასხით სოუსი.
გემრიელად მიირთვით!