სალათა დაჭრილი კომბოსტოს მწნილისა და ნიახურისგან

სალათა დაჭრილი კომბოსტოს  მწნილისა და ნიახურისგან
თუ ამ სალათის მომზადებისას გამოიყენებთ ცოცხალ ვაშლს, დაჭრის შემდეგ აუცილებლად მოასხით ლიმონის წვენი, რათა ვაშლი არ გამუქდეს.
მომზადების დრო: 15 წუთი; ულუფების რაოდენობა: 4; სირთულე: მარტივი.

საჭირო მასალა:

  • 1-2 ჩ/კ შაქარი
  • დაჭრილი კომბოსტოს მწნილი
  • 1 ვაშლი
  • 100 გ ნიახური
  • 4 ს/კ შტოში


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ნიახური, დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
  2. ვაშლი გარეცხეთ, გაჭერით ოთხად, ამოაჭერით გულები. შემდეგ კი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
  3. შტოში გაარჩიეთ, მოათავსეთ საწურზე და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში.
  4. გადაიტანეთ კენკრა ქაღალდის ხელსახოცზე, რათა კარგად შეშრეს.
  5. დაჭყლიტეთ 1 ს/კ შტოში კოვზით და გამოწურეთ. შეურიეთ ზეთს და დაუმატეთ შაქარი.
  6. ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი კომბოსტოს მწნილი, ნიახური და ვაშლი, დაუმატეთ შტოშის კენრა და მოასხით ზეთისა და შტოშის წვენის სოუსი.


გემრიელად მიირთვით!