ბრინჯის ტაილანდური სალათა
fpaparazzi ეგზოტიკური და ძალიან გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტს გთავაზობთ.
მომზადების დრო: 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 197 კკალ
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 197 კკალ
საჭირო მასალა:
- 0,5 წითელი ხახვი
- 1 ლაიმი
- 1 სმ სიდიდის ჯანჯაფილის ფესვი
- შაქარი 1 ს/კ
- 1 ჭიქა ბრინჯი
- 4 ღერი მწვანე ხახვის ფოჩი
- 2 ცალი პომიდორი
- ერთი მუჭა დაჭრილი ქინძი
- 0,5 ქოქოსის რძე
- 2-3 პატარა წიწაკა ჩილი (ხმელი)
- წყალი
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ ბრინჯი, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი. დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- შემდეგ დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე და ხარშეთ მომზადებამდე.
- ლაიმს გააცალეთ ბოსტნეულის სათლელით ცედრა. დაჭერით თხელ, მოკლე ჩხირებად.
- მოამზადეთ მოსასხმელი: ამისათვის გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად ჯანჯაფილი, ლაიმისგან გამოწურეთ წვენი.
- პატარა ქვაბში აადუღეთ 150 მლ წყ ალი, ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ ლაიმის წვენი და დაჭრილი ჯანჯაფილი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი.
- შემდეგ ჩაყარეთ ლაიმის დაჭრილი ცედრა, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ.
- წითელი ხახვი გაფცქვენით და დაჭერით თხელ წრეებად, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და გააშრეთ.
- მწვანე ხახვი კარგად გარეცხეთ და დაჭერით მსხვილად.
- ქინძ კარგად გარეცხეთ და დაჭერით წმინდად.
- პომიდორი გარეცხხეთ, დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად.
- წიწაკა ჩილი დაჭერით პატარა ნაჭრებად. შეურიეთ გაცივებულ ბრინჯს დაჭრილი წითელი ხახვი და ქინძი, გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან დაალაგეთ პომიდვრის ნაჭრები და მოასხით სალათს მომზადებული სოუსი. მოაყარეთ წიწაკა და მორთეთ მწვანე ხახვით.
გემრიელად მიირთვით!