უგემრიელესი სალათა ქათმით, ფორთოხლით და ფეტათი!

უგემრიელესი სალათა ქათმით, ფორთოხლით და ფეტათი!
fpaparazzi პიკანტური და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ და გირჩევთ, მოამზადოთ ვახშმად. არ დაგეზარებათ, რადგან მარტივად და სწრაფად კეთდება.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე 300 გ
  • ყველი ფეტა 200 გ
  • 1 ფორთოხალი
  • 1 საშუალო თავი ხახვი
  • სალათის ფოთლები
  • თეთრი ღვინის ძმარი
  • მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი გემოვნებით


სოუსისთვის:
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ (სავსე) მარცვლოვანი მდოგვი


მომზადების წესი:
1. დაჭერით ხახვი თხელ წრეებად, გადაიტანეთ თეფშზე და მოასხით 1-2 ს/კ ძმარი (შეგიძლიათ ვაშლის ძმარი გამოიყენოთ).
2. დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ხახვი.
3. ქათმის ფილეს წინასწარ წაუსვით მარილი და პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და 15 წუთში შეწვით ტაფა-გრილზე. შემდეგ დაჭერით კუბიკებად.
4. გაფცქვენით ფორთოხალი, მოაცილეთ თეთრი საფარიც და დაჭერით თითოეული ლებანი 3-4 ნაჭრად.
5. ფეტა დაჭერით კუბიკებად.
6. ხახვს გადაუღვარეთ წვენი.
7. ჯამში ჩაყარეთ ხელით დახეული სალათის ფოთლები. ზემოდან დაალაგეთ ქათმის ფილე, დამარინადებული ხახვი, ფეტა და ფორთოხალი.
8. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ძმარი, მდოგვი და დაჭყლეტილი ნიორი.
9. მოასხით მიღებული სოუსი სალათას და ფრთხილად ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!