ეგზოტიკური სამარხვო სალათა რვაფეხებით

ეგზოტიკური სამარხვო სალათა რვაფეხებით
fpaparazzi ორიგინალური და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

მომზადების დრო: 1 სთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 387 კკალ

საჭირო მასალა:

  • ზეითუნის ზეთში დაკონსერვებული არტიშოკი 200 გ
  • ნიორი 1 კბილი
  • მარილი
  • კარტოფილი 4 საშუალო
  • ნიახური 3 ღერი
  • ახალდაფქული პილპილი
  • დაკონსერვებული ლობიო 1 ქილა
  • ითუნის ზეთი 3 ს/კ
  • რვაფეხა 3 პატარა
  • ბალზამიკოს ძმარი 1 ჩ/კ


მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. დაჭერით 2-3 სმ ნაჭრებად.
  2. მოხარშეთ რვაფეხები ადუღებულ უმარილო წყალში (20-30 წუთის განმავლობაში). დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაამარინადაეთ დაჭყლეტილი ნივრის, მარილის ზეთისა და ძმრის ნარევში 5 წუთით.
  3. ლობიოს კონსერვს გადაუღვარეთ სითხე. ნიახური დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაუმატეთ კარტოფილს, აქვე დაუმატეთ ლობიო და შუაზე გაჭრილი არტიშოკი.
  4. დაუმატეთ რვაფეხები თავისი მარინადიანად, წინასწარ ამოიღეთ მხოლოდ ნიორი.
  5. ყველაფერი ფაქიზად ამოურიეთ და გადაიტანეთ გაცხელებულ თეფშზე. მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!