სარმა, უგემრიელესი აჭარული კერძი, როლის მომზადებაც ნამდვილად ღირს
მომზადების დრო- 120წთ, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 8 ცალი ბულგარული წიწაკა
- 10 ცალი კომბისტოს ფოთოლი
- 2 ჭიქა ბრინჯი
- 1 პრასის (მხოლოდ თავი)
- 3 თავი ხახვი
- 1 საშუალო ზომის სტაფილო
- 3 კბილი ნიორი
- თითო კონა ოხრახუში და ქინძი
- მცენარეული ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბრინჯი დაალბეთ თბილ წყალში 20 წუთით. ხახვი და პრასი წვრილად დაჭერით, მოთუშეთ ზეთში სანამ ოქროსფერი არ გახდება.
- სტაფილო გახეხეთ. 1 ბულგარული წიწაკა დაჭერით პატარა კუბებად და დაუმატეთ ტაფაზე ბოსტნეულს და კიდევ თუშეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
- ბრინჯი გადაიტანეთ საწურზე, შემდეგ კი აურიეთ ბოსტნეულში. ნიორი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ მარილი და დაუმატეთ ბრინჯსა და ბოსტნეულს.
- კომბოსტოს ფოთლები ჩააწყვეთ მდუღარე წყალში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოიტანეთ თუშფალანგზე და აცადეთ შეშრობა. ბულგარულ წიწაკას მოაშორეთ თესლები.
- შემდეგ ბულგარულები ამოავსეთ ფარშით და გარშემო შემოახვიეთ კომბოსტოს ფოთლები.
- შემდეგ ჩააწყვეთ ქვაბში მჭიდროდ. დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ბოსტნეული დაიფაროს. დაუმატეთ ცოტა მარილი . ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში
გემრიელად მიირთვით.