მოთუშული ბოსტნეული ჩილით- სასარგებლო და ძალიან გემრიელი კერძი
მომზადების დრო- 15 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა-98კკ-ია
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 1 ტარო სიმინდი
- ტკბილი წიწაკა- 1 ცალი
- საშუალო ზომის ყაბაყი
- ბროკოლი- 0,5 თავი
- ლიმონი- 1 ცალი
- მარილი გემოვნებით
- მწარე წიწაკა- 1 ცალი
- სტაფილო- 1 ცალი
- დაფქული ჩილი- 1ჩ.კ
- ხახვი- 1ცალი
მომზადების წესი:
- მწარე და ტკბილი წიწაკა გარეცხეთ, გაჭერით შუაში და მოაშორეთ თესლი. ტკბილი წიწაკა დაჭერით მსხვილ კუბებად, ხოლო მწარე წვრილად
- ბროკოლი გარეცხეთ და ხელით დაშალეთ.
- ყაბაყი გარეცხეთ და დაჭერით კუბებად.
- გარჩეული ხახვი და სტაფილო დაჭერით რგოლებად.
- ლიმონის კანი გახეხეთ.
- ტაროს მოაშორეთ მარცვლები
- მცენარეული ზეთი დაასხით ტაფაზე და გაახურეთ. მოთუშეთ ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ წიწაკა, ყაბაყი, ბროკოლი და სიმინდი. მოამზადეთ 6 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაუმატეთ მარილი და ჩილი.
- შემდეგ დაუმატეთ ცედრა და ლიმონის წვენი. გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით.