ქათმის ჩახოხბილი უგემრიელესი ტრადიციული რეცეპტით

ქათმის ჩახოხბილი უგემრიელესი ტრადიციული რეცეპტით
მომზადების დრო- 1,30 წუთი, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 412 კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • 3-4 კბილი ნიორი
  • კარაქი- 1ს.კ
  • ქათამი- 1.5 კგ
  • ქინძი
  • 4 თავი ხახვი
  • 1ს.კ ხმელი სუნელი
  • საშუალო ზომის პომიდორი
  • 1 ცალი წითელი წიწაკა
  • ბაზილიკი ან ქონდარი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქათამი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად
  2. ტაფა დადგით ცეცხლზე, გაახურეთ , დააწყვეთ ქათმის ნაჭრები და 15 წუთის განმავლობაში შეწვით ყველა მხრიდან.
  3. პომიდორი გარეცხეთ, დაასხით ცხელი წყალი და მოაშორეთ კანი. შემდეგ დაჭერით და მოასხით ქათამს. დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში
  4. ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად. ცალკე ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და მოთუშეთ ხახვი. შემდეგ კი პომიდვრისა და ქათმის ხორცის ნაზავს დაუმატეთ, დაახურეთ ტაფას თავი და თუშეთ 30 წუთის განმავლობაში.
  5. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ 0,5 ჭიქა წითელი ღვინო ან ტომატ პასტა.
  6. როდესაც ხორცი მზად იქნება, კერძს დაუმატეთ მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და სუნელები. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ჩახოხბილს ძალიან უხდება ტარხუნა, შაფრანი და პიტნა.


გემრიელად მიირთვით.