ცხარე ჭარხლის სუპი ჯანჯაფილით
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 146 კკ-ია. ცილები 0. 6გ, ცხიმი- 2,2 გ, ნახშირწყლები- 23,8 გ
საჭირო მასალა:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ახალი ჯანჯაფილის ფესვი- 2 სმ
- ყავისფერი შაქარი- 1 ჩ.კ
- მწარე წიწაკა- 1 მწიკვი
- ჭარხალი- 3 ცალი
- მწვანე ხახვი- 1 კონა
- მარილი გემოვნებით
- ასკილის წვენი- 1 ჭიქა
- ლიმონის წვენი- 2ს.კ
- ნიორი- 1 კბილი
- ხმელი ქინძი
- ქინძი- რამდენიმე ღერი
- ნატურალური იოგურტი- 2 ჭიქა
- მოამზადეთ წვნიანზე მოსასხმელი მასა: ჩაასხით ბლენდერში იოგურტი, დაუმატეთ ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, მარილი და პილპილი. თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგავროვან მასას არ მიიღებთ.
- მასა ჩაასხით შუშის ჭურშელში, დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1 საათით.
- ჭარხალი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში და მოასხით ლიმონის წვენი. 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ დაასხით ასკილის წვენი და 2 ჭიქა წყალი. დაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილი, წიწაკა, მარილი და შაქარი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
- როდესაც ჭარხალი დარბილდება, წვნიანის მთელი მასა დააბლენდერეთ.
- წვნიანი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი. ზემოდან მოასხით იოგურტიანი მასა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით.