უგემრიელესი ტყემალი ზამთრისთვის შესანახად
მომზადების დრი- 1,30წუთი, პორციების რაოდენობა- 10, მომზადების სირთულე- მარტივი, კალორიულობა- 40კკ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 3 ჩ.კ ხმელი ქინძი
- 1,5ჩ.კ წითელი დაფქული წიწაკა
- 2 ს.კ ხმელი კამა
- 1 კგ ტყემალი
- 3 ჩ.კ ქინძი
- 0,25 ჭიქა წყალი
- ნიორი- 1 კბილი
- 2ჩ.კ მშრალი პიტნა
მომზადების წესი:
- ტყემალი გარეცხეთ და გაჭერით შუაში. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე
- ნახარში წვენი გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და გააცივეთ.
- ტყემალი გადმოიტანეთ თუშფალანგზე და გახეხეთ. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 40-45 წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა დაუმატეთ ნახარში წვენიც. ისე, რომ საბოლოოდ, არაჟნის კონსისტენციის სისქის მასა მიიღოთ.
- ქინძი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ყველა სუნელი, შემდეგ კი დაამატეთ ტყემალს. ხარშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
- ცხელი ტყემალი ჩაასხით სტერილურ ბოთლებში და მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი.