მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს საყვარელ ოთახის მცენარეებს დაღუპვისგან იხსნის.

მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს საყვარელ ოთახის მცენარეებს დაღუპვისგან იხსნის.
ყველანი დამეთანხმებით, რომ ძალზედ სასიამოვნოა საკუთარი სახლის ლამაზი მცენარეებით მორთვა. სამწუხაროდ, ხანდახან საუკეთესო დიასახლისები და გამოცდილი მეყვავილეებიც ვერ ახერხებენ მცენარეების სათანადოდ მოვლას. არ ინერვიულოთ, რადგან არსებობს მარტივი გზა, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.



მცენარეების ჭარბად მორწყვა - ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ოთახის ყვავილები იღუპებიან. ეს მარტივი ხრიკი, ყინულის კუბიკის გამოყენებით, გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს თქვენს საყვარელ მცენარეებს.



კვირაში ერთხელ ჩააგდეთ ქოთანში ყინულის 2 დიდი ან რამდენიმე პატარა კუბიკი. ყინულის დნობის პროცესში მცენარის ფესვები შთანთაქვს მისთვის საჭირო რაოდენობით ტენს. გარდა ამისა, ამ მარტივი ხრიკის წყალობით იზრდება ნიადაგის ტენის დონე.



განსაკუთრებით სასარგებლო ეს მარტივი ტექნიკა ორქიდეების მოსარწყავადაა, რადგან ეს ულამაზესი მცენარე ვერ იტანს ჭარბი რაოდენობით წყალს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. თუ თქვენ მცენარეების მოყვარული მეგობრები გყავთ, აუცილებლად მოუყებით მათ ამ გასაოცარი ხრიკის შესახებ.