რომელი პროდუქტები არ ეჭმევა ადამიანს, რომელსაც აქვს ნიკრისის ქარი (პოდაგრა)!
მაქვს პოდაგრა. ვიმკურნალე, თითქოს უკეთ ვიყავი, მაგრამ პერიოდულად ისევ შემახსენებს თავს. ძალიან მიყვარს ხორცი. მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვძლებ. არადა ჩემთვის საზიანო ყოფილა. კიდევ რა პროდუქტი არ მეჭმევა და როგორი უნდა იყოს ჩემი რაციონი?
ექიმის კომენტარი:
პოდაგრის განვითარების მიზეზი პურინული ცვლის დარღვევაა, რის შედეგადაც სისხლში შარდმჟავას დონე მატულობს, ხოლო მისი მარილების კრისტალები ლაგდება ხრტილებში, სასახსრე ჩანთებში, მყესებში, თირკმლებში. ამიტომ თქვენს რაციონში უნდა შეზღუდოთ პურინებით მდიდარი პროდუქტები: ხორცი, თევზი, ღვიძლი, თირკმლები, მჟაუნა, ისპანახი, ბოლოკი, ლობიო, შაშხი, შოკოლადი, ყავა. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რადგან იგი აფერხებს თირკმლით შარდმჟავას გამოყოფას. თქვენთვის საკვებად კარგია რძე, რძის პროდუქტები, კვერცხი, ფაფები, მოხარშული ბოსტნეული, სტაფილო, ხილი, ბრინჯი, შაქარი, თეთრი პური. უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით (არანაკლებ 2 ლ დღეში ) სითხე, მინერალური წყლები. საკმაოდ ეფექტურია შარდმჟავას მარილების ორგანიზმიდან გამოსატანად სხვადასხვა მცენარის ნაყენის მიღება ( კერძოდ, შავი მოცხარის ფოთლების, თირკმლის ჩაის, დიდგულას, ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენი).