თუ სუფრიდან გამძღარი ადექით, ე.ი. მოიწამლეთ!

თუ სუფრიდან  გამძღარი ადექით, ე.ი. მოიწამლეთ!
ამ შეგონების შესრულება ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ, ყველანი, ამა თუ იმ ხარისხით თვითმკვლელები ვართ. ადამიანთა უმრავლესობა აკეთებს იმას, რაც ზიანს აყენებს მას და შეიძლება სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ ვეხმარებით. მაგალითად, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას ცხადჰყოფს სამი აშკარა ფაქტორი: თამბაქოს მოწევა, ჭარბი და ქოლესტერინით მდიდარი საკვები და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა.

ორგანიზმისთვის საჭიროა მხოლოდ ენერგეტიკული, ნატურალური საკვები და მისთვის აუცილებელი ელემენტების ბალანსში უნდა მიაწოდო. ორგანიზმს არ სჭირდება ბალასტი, რომელიც კუჭს არაცოცხალ, ხშირად ეკოლოგიურად დაბინძურებული საკვებით აავსებს, მერე კი საწამლავად გავრცელდება სისხლსა და მთელ ორგანიზმში.

ენერგეტიკული საკვები წამალია, რომელიც ადამიანს ძალას და ჯანმრთელობას ანიჭებს.
"ცარიელი" არაენერგეტიკული საკვები კი საწამლავია, რომელიც სხეულსა და გონებას ამძიმებს, დაავადებები და ნაადრევი სიბერე მოაქვს. თანამედროვე მედიცინა 40 ათასზე მეტ დაავადებას ითვლის.
საოცრადაა მოწყობილი ადამიანი - ჯერ ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ავადმყოფობა შეიძინოს, შემდეგ კი მთელი ძალებით იბრძვის რათა მათ თავი დააღწიოს.

თუ თქვენ ავად გახდით, ნუ აქარდებით აფთიაქში წასვლით. ხშირად შეიძლება გიშველოთ ყველაზე ჩვეულებრივმა პროდუქტებმა, რაც ნებისმიერ სამზარეულოშია. მაშ ასე, რა შემთხვევაში დაგეხმარებათ საჭმელი?
  • თუ თავი აგტკივდებათ, ჭამეთ რაიმე რძის მჟავა 0 პროდუქტები. ასევე დაგეხმარებათ თევზი, ქათმის ხორცი, თხილი, პიტნის ჩაი და თუკი ტკივილი გამოწვეულია ამაღლებული წნევით დაგეხმარებათ ჩვეულებრივი კიტრი. დაჭერით იგი რგოლებად და დაიდევით თვალებზე.

  • გაცივებისას დაგეხმარებათ ციტრუსები, კომბოსტო, ოხრახუში, ცაცხვის და ქაცვის წვენი.

  • შეკრულობისას კარგია თუ მენიუში ჩართავთ უმ ხილ - ბოსტნეულს, მსხვილი ფქვილისაგან დამზადებულ პროდუქტებს, სალათას, რძემჟავა პროდუქტებს, ბოსტნეულის წვენებს.

  • თუ მოგიდუნდათ ნაწლავები ჭამეთ შვრიის ან ბრინჯის ფაფა, კარტოფილის პიურე, მჭლე ხორცი, წითელი ვაშლი, მსხვილი.

  • თუ თქვენ ნერვიულობთ - მიიღეთ თხილეული, ხორცი, თევზი, სოკო, დალიეთ მწვანე ჩაი ან პიტნის ჩაი.

  • თუ თქვენ გაქვთ კრუნჩხვები ფეხებში, ეს ნიშნავს, რომ არ გყოფნით მაგნიუმი. მისი საუკეთესო წყაროა ჭვავის პური.

  • თუ თქვენ დაიჭერით, ჭრილობა გაასუფთავეთ და მოაყარეთ დაფქული დარიჩინი. მას აქვს ძლიერი ძლიერი ბაქტერიოციდული და ტკივილიგამაყუჩებელი ეფექტი.

  • რევმატიზმის, ართრიტის, ნიკრისის ქარის დროს მიიღეთ ნიახური ფესვთან ერთად, რომელსაც არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები გააჩნია: აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, მადის აღმძვრელია, ამცირებს გაზების გამოყოფას კუჭსა და ნაწლავებში.

  • ღრძილების ანთების დროს მიიღეთ საქონლის გული, რომელიც შეიცავს ღრძილების სიჯანსაღის ხელშემწყობ, მისი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს.

სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია