კარტოფილის სამარხვო სალათა კიტრის მწნილითა და სოკოთი

კარტოფილის სამარხვო სალათა კიტრის მწნილითა და სოკოთი
მომზადების დრო- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, პორციების რაოდენობა-767 კკ-ია.
საჭირო მასალა:
  • 2 მთლიანი კარტოფილი
  • 2 ცალი კიტრის მწნილი
  • 1 თავი წითელი ხახვი
  • 80-100 გ ქამა სოკო
  • მცენარეული ზეთი
  • ახალდაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესი:
  1. კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. აცადეთ გაგრილება და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. დაუმატეთ 2-3 ს.კ კიტრის მწნილის წვენი და დატოვეთ 10 წუთით.
  2. სოკო გარეცხეთ და დაჭერით 4 ნაწილად. ხახვი დაჭერით რგოლებად. ხახვი და სოკო მოთუშეთ ზეთში 7 წუთის განმავლობაში.
  3. კიტრი დაჭერით კუბებად დაუმატეთ კარტოფილი, მოთუშული ხახვი და სოკო. დაამატეთ მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ პილპილი და გემრიელად მიირთვით.