მწვანე სალათი თხილითა და ქიშმიშით - მსუბუქი საგაზაფხულო კერძი
სირთულე: მარტივი; მომზადების დრო: 15 წუთი; ულუფების რაოდენობა: 4.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- მწვანე ხახვი 1 კონა
- მარილი
- ქიშმიში
- 500 გ ისპანახი
- 50 გ გარჩეული თხილი
- 1 კონა სალათის ფურცელი
- 3-4 კიტრი
- ზეთი 3 ს/კ
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ისპანახი, მოათავსეთ საწურში, შემდეგ კი გადაიტანეთ ადუღებულწყლიან ქვაბში. ხარშეთ 1 წუთი.
- შემდეგ ამოიღეთ, გაწურეთ და გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
- ქიშმიში გარეცხეთ, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10 წუთი.
- სალათის ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ და დახიეთ.
- მსხვილად დაჭერით ისპანახი.
- კიტრი გარეცხეთ და დაჭერით თხელ წრეებად.
- თხილი დაჭერით.
- მწვანე ხახვი გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.
- ქიშმიში გაწურეთ. გაახურეთ ტაფაზე 1 ს/კ ზეთი და მოხრაკეთ მწვანე ხახვი, ქიშმიში და თხილი 1,5 წუთი.
- სასალათეში ერთმანეთში აურიეთ ისპანახი, სალათის ფოთლები და კიტრი. მოასხით ხახვის, თხილისა და ქიშმიშის მასა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ დარჩენილი ზეთი და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!