ბადრიჯნის რულეტები პაპაიითა და კიტრით

ბადრიჯნის რულეტები პაპაიითა და კიტრით
მომზადების დროა- 2.30 წთ, პორციების რაოდენობა- 10- 12, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 87 კკ-ია.
საჭირო მასალა:
  • მარილი
  • თაფლი
  • 4ჩ.კ ზეთი
  • 1 პაპაია
  • 0,5 კიტრი
  • 1ჩ.კ დაფქული დარიჩინი
  • 1ს.კ დაჭრილი ქინძი და პიტნა
  • 1 ცალი პატარა ზომის ჩილი
  • 1.სკ ტკბილი სოიოს სოუსი
  • 2 ცალი ბადრიჯანი
  • 3ს.კ წითელი ღვინის ძმარი
  • მცენარეული ზეთი- 2 ს.კ
მომზადების წესი:
  1. ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე თხლად.
  2. მოამზადეთ მარინადი- ძმარი, სოიოს სოუსი, თაფლი, მცენარეული ზეთი ერთმანეთში აურიეთ და დაასხით ბადრიჯანს. დატოვეთ რამდენიმე საათის განმავლობაში.
  3. შემდეგ შეწვით ბადრიჯნები ორივე მხრიდან 5 წუთის განმავლობაში.
  4. პაპაია და კიტრი გათალეთ და დაჭერით ძალიან წვრილ კუბებად.
  5. ჩილის მოაშორეთ თესლი და დააქუცმაცეთ.
  6. ერთმანეთში აურიეთ კიტრი, დარიჩინი, ჩილი და დაჭრილი მწვანილი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და რამდენიმე ჩაის კოვზეი მარინადი.
  7. მიღებული გულსართი წაუსვით შემწვარ ბადრიჯნებს და დაახვიერთ რულეტივით.


გემრიელად მიირთვით.