ფარშირებული ბადრიჯანი და წიწაკა- უგემრიელესი კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 279 კკ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 2 კონა ქინძი და რეჰანი
- 2 ბადრიჯანი
- 1ჭიქა ნიგოზი
- 2ცალი ტკბილი წიწაკა
- ნიორი 4 კბილი
- წითელი ხახვი- 1 თავი
- მცენარეული ზეთი
- მარილი
მომზადების წესი:
- ნიგოზი, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპში
- ხახვი გაფცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით, აურიეთ გატარებულ ნიგოზს, დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
- ბულგარული წიწაკა შედგით ღუმელში სანამ კანი არ დაურბილდება, შემდეგ კი 20 წუთით მოათავსეთ პოლიეთილენის ჰერმეტულ პარკში.
- შემდეგ წიწაკა გაჭერით ორ- სამ ნაწილად და მოაშორეთ თესლი.
- ბადრიჯანი გრძლად დაჭერით საშუალო სისქის ნაჭრებად. შეწვით ზეთში. აცადეთ გაცივება და წაუსვით გულსართი , გადაახვიეთ რულეტივით და გააჩერეთ 2-3 საათით. ასევე მოიქეცით ბულგარულის შემთვევაშიც.