დაბალკალორიული და სასარგებლო კრემ სუპი ოხრახუშით

დაბალკალორიული და სასარგებლო კრემ სუპი ოხრახუშით
ეს სამარხვო წვნიანი დაბალკალორიულია და ძალიან სასარგებლო.
საჭირო მასალა:
  • მარილი, დაფქული წიწაკა
  • 5 ღერი ნიახური
  • 2 თავი ხახვი
  • არაჟანი
  • ცერეცო გემოვნებით
  • 200გ ისპანახი
  • 300გ ახალი კარტოფილი
  • 6-8 კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 ღერი ოხრახუში
  • 200 გ სოკო
საჭირო მასალა:
  1. ბოსტნეული დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
  2. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ოხარახუში, დაამატეთ 1,5-2 ლ მდუღარე წყალი და ხარშეთ ბოსტნეული 25 წუთის განმავლობაში.
  3. დაუმატეთ ისპანახი და ხარშეთ კიდევ 3-5 წუთის განმავლობაში.
  4. ბოსტნეული დააბლენდერეთ, გაწურეთ და კვლავ დააბრუნეთ ბულიონში.
  5. სოკო დაჭერით და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. სუფრაზე მიტანამდე წვნიანი გააცხელეთ, გააფორმეთ სოკოთი და არაჟნით.
გემრიელად მიირთვით.