სოკოს წვნიანი ქერის ბურღულით- გემრიელი სამარხვო წვნიანი
მომზადების დრო- 1,30 წთ, პორციების რაოდენობა-6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა-174 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- მწვანე ხახვი- 4 ღერი
- სტაფილო- 1 ცალი
- ხახვი- 1 თავი
- დაფნის ფოთოლი
- მარილი გემოვნებით
- კარაქი- 2 ს.კ
- მცენარეული ზეთი- 1ს.კ
- სოკო- 50გ
- კარტოფილი- 2 ცალი
- ქერის ბურღული- 0,5 ჭიქა
მომზადების წესი:
- ქერის ბურღული გარეცხეთ და გადაიტანეთ თუშფალანგზე.
- წყალში აადუღეთ წყალი, მის თავზე მოათავსეთ თუშფალანგზე და დაახურეთ თავსახური. ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
- სოკო გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ სოკო 15 წუთით, დაახურეთ თავსახური, შემდეგ კი გადაიტანეთ თუშფალანგზე. შემდეგ კი სოკო დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
- სოკოს ნახარშში ჩაყარეთ ქერის ბურღული და ხარშეთ 20 წუთით.
- კარტოფილი, ხახვი და სტაფილო დაჭერით კუბებად . კარტოფილი დაუმატეთ წვნიანს დაუმატეთ წვნიანს.
- ტაფა გაახურეთ, დაახსით ზეთი და ცოტა კარაქი. მოთუშეთ ხახვი და სტაფილო, შემდეგ კი სოკო და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ ეს ყველაფერი დაუმატეთ წვნიანს. ბოლოს ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მარილი.
- წვნიანს ძალიან უხდება არაჟანი.