ახლობელმა, სახსრების ანთების სამკურნალო იაფი და ეფექტური საშუალება მასწავლა!
მაწუხებს სახსრები, დამისვეს რევმატიზმის დიაგნოზი. ვიმკრუნალე, მაგრამ შედეგი დროებითი აღმოჩნდა. მითხრეს მუდმივად დაგჭირდება მკურნალობაო. კუჭიც მაწუხებს და წამლებს ვერ ვიტან. ახლობელმა მასწავლა, ტირიფის ქერქის ნახარში კარგია სახსრების ანთების დროსო. მაგრამ მე ჯერ თქვენგან მინდა მივიღო რჩევა ამ რეცპტის შესახებ. ამასთან გთხოვთ, დამიზუსტოთ ნახარშის დამზადების წესი. მართლა აქვს თუ არა შედეგი აღნიშნულ მცენარეულ წამალს რევმატიზმის დროს და იქნებ კიდევ იცოდეთ სხვა საშუალებები?
ექიმის კომენტარი:
ტირიფი ეკუთვნის ჯგუფს, რომელიც სალიცილის ნაერთებს შეიცავს და ამიტომ ეფექტიანია სახსრების ანთების დროს. სალიცილით მდიდარია მისი მერქანი. სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ტირიფის ქერქის ნაყენი, მაგრამ უმჯობესია, იგი სხვა მცენარეებთან კომბინირებულად მოამზადოთ, რადგან ასე უკეთეს ეფექტს მიიღებთ.
მაგალითად გირჩევთ, აიღოთ თანაბარი რაოდენობით ტირიფის ქერქი და არყის ხის ფოთლები, რომელსაც ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული და კიდევ სხვა დადებითი ეფექტი აქვს. ამ ნარევის 2 სუფრის კოვზს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. წამოადუღეთ და მიიღეთ თითო ჭიქა 2 - ჯერ დღეში.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფრო მრავალფეროვანი რეცეპტიც:
ტირიფის ქერქი 30,0; მინდვრის შვიტა ( ბალახი ) 10,0; არყის ხე ( ფოთლები) 20,0; კალანდულა (ყვავილები ) 10,0; ღვია (ნაყოფი ) 5,0; ხეჭრელი (ფესვები )5,0; ჭინჭარი (ფოთლები) 10,0; გოგნარი 10,0.
ნაყენი მზადდება ბალახთა საერთო ნარევის 2 ს/კ- ითა და 1 ჭიქა წყლით. უნდა სვათ თბილ - თბილი, ყლუპ - ყლუპად ყოველ ორ საათში ერთხელ.