სასარგებლო სალათა მჟაუნის, ისპანახისა და ნიახურისგან
მომზადების დრო- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 113 კკ-ია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- მარილი
- 2 ღერი ნიახური
- ბულგარული წიწაკა
- ნიორი- 1 კბილი
- 2 ჩ.კ მოცხარის ჯემი
- მცენარეული ზეთი- 1 ს.კ
- 100 გ ისპანახი
- 3 ღერი ქინძი
- 1 ს.კ ნაღები
- ოხრახუში
- 200 გ მწვანე სალათის ფურცლები
- 100გ მჟაუნა
- 0,5 ჩ.კ ქონდარი
- მჟაუნის, ისპანახისა და სალათის ფურცლები გარეცხეთ და გააშრეთ. იმისათვის რომ სალათა ნაზი გამოვიდეს, უხეში ღერები მოაშორეთ. შემდეგ კი დაჭერით წვრილად.
- ოხრახუში და ქინძი გარეცხეთ და გააშრეთ. ნიახური წვრილად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. დაჭრილი მწვანილი, ნიახური და ნიორი ჩაყარეთ ერთ დიდ ჯამში, დაუმატეთ მარილი და მსუბუქად აურიეთ. დააფარეთ თავზე და დატოვეთ 15- 20 წუთის განმავლობაში.
- მოცხარის ჯემი აურიეთ ზეთთან და ნაღებთან ერთად. დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, ქონდარი და მარილი. კარგად აურიეთ.