გრეპფრუტისა სალათა ზღვის ნიჟარებით

გრეპფრუტისა სალათა ზღვის ნიჟარებით
მომზადების დრო- 15 წუთი, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 384 კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • მარილი გემოვნებით
  • 2 ცალი მოზრდილი გრეიპფრუტი
  • 10- 12 ზღვის ნიჟარა ხიზილალით
  • 0,5 კონა სალათის ფურცლები
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • ნიორი- 1კბილი

მომზადების წესი:

  1. სალათის ფოთლები გარეცხეთ და ხელსახოცით გააშრეთ.
  2. გრეიპფრუტი გარეცხეთ და დიაგონალზე დაჭერით
  3. ფრთხილად გამოაცალეთ გული. ერთი ნაყოფისგან გამოწურეთ წვენი. მეორე კი კუბებად დაჭერით.
  4. საშუალო ზომის ქვაბში აადუღეთ მარილიანი წყალი და მოხარშეთ ნიჟარები 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გადაიტანეთ ფუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი.
  5. ნიორი გაარჩიეთ და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ გრეიპფრუტის წვენი, ზეითუნის ზეთი მარილი და პილპილი გემოვნებით.
  6. ლანგარზე დააწყვეთ სალათის ფურცლები, დაალაგეთ დაჭრილი გრეიპფრუტის ნაჭრები და ნიჟარები. მოასხით ნივრიანი საკაზმი და გემრიელად მიირთვით.