ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ? მაშინ აუცილებლად მიიღეთ ეს სამკურნალო ნაყენი!
წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. პერიოდულად, ნერვიულობისას, მქონდა აუტანელი შეტევები. ვსვამდი ალოხოლს, ნო-შპას, ლევომიცეტინს და სხვა მრავალ წამალს, მაგრამ შედეგი არ მქონდა. მეზობელმა მირჩია, დამელია უკვდავას ნაყენი ( მისი ეფექტიანობა თავად ჰქონდა გამოცდილი ). თქვენ წარმოიდგინეთ , ყველა წამალზე უკეთესი შედეგი მივიღე. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს:
მომზადების და გამოყენების წესი:
2 ს/კ უკვდავას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით წყლის ორთქლზე 20 წთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და მიიღეთ შემდეგი წესით:
საჭიროების შემთხვევაში, ნაყენის მიღება უნდა გაიმეოროთ 7 დღის შემდეგ.
გთხოვთ გამოაქვეყნოთ ეს რეცეპტი , რათა სხვებმაც გაიგონ უკვდავას სიკეთის შესახებ.
ექიმის კომენტარი:
უკვდავა ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. იგი აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას, ზრდის ქოლატების და ბილირუბინის შემცველობას ნაღველში. მას აქვს, აგრეთვე, სპაზმების მომხსნელი მოქმედება ნაწლავების, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე. გარდა ამისა, უკვდავას პრეპარატები ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას. ექსპერიმენტალურად დადგენილია უკვდავას ანტიბაქტერიული ეფექტიც.
ნაღვლის სეკრეციისა და სპაზმების მოხსნის გზით უკვდავა ხელს უწყობს ქვიშისა და წვრილი კენჭების გამორეცხვას ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დროს. უკვდავა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებსაც. ამრიგად, უკვდავაში თავმოყრილია ყველა ის ეფექტი, რომელიც აუცილებელია სანაღვლე გზების დაავადებათა მკურნალობისთვის. იგი ახდენს კომპლექსურ მოქმედებას, რაც წარმატების გარანტიას იძლევა. უკვდავას პრეპარატები ნაკლებტოქსიკურია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება ღვიძლის შეგუბება განვითარდეს.

- პირველ დღეს 1/3 ჭიქა
- მეორე დღეს 1/3 ჭიქა , 2-ჯერ დღეში
- მესამე დღეს 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში
- მეოთხე დღეს 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში
- მეხუთე დღეს 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში
- მეექვსე დღეს 1/2 ჭიქა ერთხელ დღეში