გამომცხვარი კარტოფილი პომიდვრითა და მოცარელათი

გამომცხვარი კარტოფილი პომიდვრითა და მოცარელათი
მარტივი და ნოყიერი ვახშმის რეცეპტი fpaparazzi-სგან.
საჭირო მასალა:
  • 8 ჭიქა წყალი;
  • 3 საშუალო ზომის კარტოფილი;
  • 3 პომიდორი;
  • 225 გ მოცარელა ან სულგუნი;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 2 ს/კ გახეხილი მაგარი სახეობის ყველი;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით;
  • ზეითუნის ზეთი.

მომზადება:
  1. კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ, მრგვალ ფირფიტებად;
  2. პომიდორი დაჭერით წრეებად.
  3. მოცარელა ან სულგუნი დაჭერით თხლად.
  4. ნიორი დაჭყლიტეთ.
  5. მაგარი სახეობის ყველი გახეხეთ მსხვილად.
  6. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე.
  7. სანამ ღუმელი გახურდება, წყალი დადგით ქვაბით და აადუღეთ, ჩაყარეთ კარტოფილი და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. გადაუღვარეთ წყალი.
  8. ღუმელის ფირფიტაზე დაალაგეთ კარტოფილი, პომიდორი და მოცარელა/სულგუნი ფენებად, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი.
  9. მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი.
  10. შედგით ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.
  11. მიირთვით ცხელ-ცხელი.