ეგზოტიკური სორბე- გემრიელი დესერტი
მომზადების დრო- 2,30 წთ, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე-ადვილი, კალორიულობა- 173 კკ-ია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 1 მწიფე მანგო
- მსხალი
- 400გ ახალი მარაკუია
- 200გ შაქარი კონფიტურისთვის
- მარაკუია დაჭერით შუაზე, გამოაცალეთ რბილობი და გაწურეთ ან გახეხეთ წვრილ სახეხზე, რათა კურკები მოაშოროთ.
- მანგო გაასუფთავეთ და მისი რბილობი დაჭერით კუბებად.
- მსხალი გათალეთ და გაჭერით 4 ნაწილად.
- მანგო და მსხალი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ. დაუმატეთ მარაკუია და კარგად აურიეთ.
- შაქარი ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ 125 მგ წყალი და ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გააგრილეთ.
- თბილი სიროპი აურიეთ ხილის პიურეში. მოათავსეთ კონტეინერში და შედგით მაცივარში 2,5 საათით.
- მზა სობრე სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოათავსოთ მარაკუიას ბუდეებში.
- სურვილის შემთხვევაში მოასხით ნებისმიერი ხილის ან კენკრის სოუსი.