სამარხვო სალათა ყაბაყით, პომიდვრითა და სიმინდით
fpaparazzi მარტივი, მსუბუქი და გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.
მომზადების დრო: 15 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 343 კკალ
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 15 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 343 კკალ
საჭირო მასალა:
- ლიმონის წვენი
- ზეთი 2 ს/კ
- 1 ჭიქა ახალი ან დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები
- 6 პატარა პომიდორი
- 0,25 ჭიქა დაჭრილი მწვანილი
- წმინდად დაფქული ზღვის მარილი
- ქარი 0,5 ჩ/კ
- ყაბაყი 1 საშუალო ზომის
მომზადების წესი:
- ყაბაყი გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად.
- მოათავსეთ ცხაურზე, მოაყარეთ მარილი, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათით.
- თუ ახალი სიმინდი გაქვთ, გააცალეთ ტაროს მარცვლები და ხარშეთ 3 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ მშრალ ხელსახოცებზე.
- პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.
- შეურიეთ ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი და ზეთი.
- გაწურეთ ყაბაყი ხელით და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ სიმინდი და პომიდორი. აურიეთ და მოასხით ზეთისა და ლიმონის წვენის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!