ვეგეტარიანული წვნიანი-გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი

ვეგეტარიანული წვნიანი-გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი
მომზადების დრო- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა-99 კკ-ია.
საჭირო მასალა:
  • 1 ს. კ პესტო
  • სტაფილო- 4 ცალი
  • 2 ქილა (400გ) ტომატი
  • 2ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 ქილა (420გ) ბარდა ან ლობიო
  • 175 გ ისპანახი
მომზადების წესი:
  1. ქვაბში ჩაასხით ბულიონი, დაუმატეთ ტომატი და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
  2. სტაფილო გათალეთ, დაჭერით რგოლებად და ჩაყარეთ ქვაბში.
  3. როდესაც სტაფილო მოიხარშება, დაუმატეთ კონსერვირებული ბარდა ან ლობიო, შემდეგ კი ისპანახი. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში.
  4. დაუმატეთ პესტოს სოუსი და კარგად მოურიეთ.
გემრიელად მიირთვით.