კომბოსტოს სამარხვო სალათა

კომბოსტოს სამარხვო სალათა
fpaparazzi მარტივი, გემრიელი და სასარგებლო სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

მომზადების დრო: 15 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 116 კკალ

საჭირო მასალა:
ზეთი 2 ს/კ

  • ზეთი 2 ს/კ
  • 1 თავი ახალი კომბოსტო
  • 1 ტკბილი ყვითელი წიწაკა
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • დაფქული ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. კომბოსტოს მოაცალეთ გარეთ ფურცლები, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გული.
  2. ფურცლები წვრილად დაჭერით. წიწაკა გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ თესლი, რბილობი დაჭერით მოგრძო, თხელ ჩხირებად.
  3. ხახვი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით.
  4. შეურიეთ ერთმანეთში კომბოსტო, წიწაკა და ხახვი. დაუმატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით.
  5. მოასხით ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!