კონფიტიური კივისა და ხურტკმელისგან - სამარხვო დესერტი

კონფიტიური კივისა და ხურტკმელისგან - სამარხვო დესერტი
ეს კომფიტიური შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნამცხვრების, რულეტებისა და ტორტების გულსართად, ასევე შეგიძლიათ, უბრალოდ დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და დამოუკიდებელ დესერტად მიირთვით!

მომზადების დრო: 1 საათი;
ულუფების რაოდენობა: 10
სირთლე: მარტივი

საჭირო მასალა:

  • 750 გ მწვანე ხურტკმელი
  • 600 გ კივი
  • 4 ს/კ ლიმონის წვენი
  • 500 გ შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა


მომზადების წესი:
  1. კივი გაფცქვენით, დაჭერით სიგანეზე 4 ნაწილად, შემდეგ კიდევ თხელ ნაჭრებად. ხურტკმელი გაარჩიეთ, გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები და ყვავილედები.
  2. ლიმონს მოაცალეთ სახეხეით ცედრა, რბილობიდან გამოწურეთ წვენი. დაუმატეთ წვენი ხურტკმელს და დააბლენდერეთ. შემდეგ გაატარეთ მიღებული პიურე საცერში, რათა მოცილდეს წვრილი კურკები.
  3. შეურიეთ პიურე კივის, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და შაქარი. გადაასხით ღრმა ტაფაში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან სულ ურიეთ.
  4. ხარშეთ, სანამ არ შემცირდება მასა 2-ჯერ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გაანაწილეთ სტერილურ ქილებში. დაახურეთ ჰერმეტული თავსახური.

გემრიელად მიირთვით!