სწრაფი სალათა ზღვის პროდუქტებისგან- გემრიელი და ძალიან სასარგებლო კერძი

სწრაფი სალათა ზღვის პროდუქტებისგან- გემრიელი და ძალიან სასარგებლო კერძი
მომზადების დრო- 15 წთ, პორციების რაოდენობა- 4, კალორიულობა- 212 კკ-ია.
საჭირო მასალა:
  • 1 ქილა (160 გ) ზღვის პროდუქტების ასორტი
  • ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი- 2 ს.კ
  • 2 ტოტი კამა
  • 1 ქილა (200 გ) კალმარები
  • დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • 1 ქილა (170 გ) რვაფეხები ზეთში
მომზადების წესი:
  1. რვაფეხები გაჭერით შუაში, კალმარები ამოაწყვეთ ქილიდან.
  2. მოამზადეთ სოუსი- ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ პილპილი გემოვნებით.
  3. ზღვის პროდუქტები გაანაწილეთ თეფშებზე და მოასხით სოუსი. მორთეთ კამით.
გემრიელად მიირთვით.