სალათა არტიშოკით- ძალიან გემრიელი და სასარგებლო

სალათა არტიშოკით- ძალიან გემრიელი და სასარგებლო
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა-4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 227 კკ-ია.
საჭირო მასალა:


  • [/b]100გ წყლის წიწმატი
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 100გ პომიდვრის წნილი
  • 2ს.კ ღვინის ძმარი
  • 75 გ ზეითუნი
  • 2 არტიშოკი
  • ზეითუნის ზეთი- 4ს.კ
  • მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:

  1. არტიშოკს მოაშორეთ ზედა რამდენიმე ფურცელი
  2. ბასრი დანით მოაჭერით თავი 2- 2.5 სმ დიამეტრზე და კარგად გარეცხეთ.
  3. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი ლიმონის წვენთან ერთად. ჩადეთ არტიშოკი თავით ქვევით და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  4. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს ბოლომდე, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 35 წუთის განმავლობაში. გადააქციეთ წყალი და გააცივეთ არტიშოკი. შემდეგ გაჭერით 4 ნაწილად.
  5. წიწმატი გარეცხეთ და გააშრეთ.
  6. პომიდვრები ამოიღეთ ქილიდან. წვენი არ გადაღვაროთ.
  7. ძმარი და ზეთი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ პომიდვრები და ცოტა წვენი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
  8. სასალათეში ჩააწყვეთ წიწმატის ფოთლები, არტიშოკი, ზეთისხილი და პომიდვრები. ზემოდან კი ზეთისა და ძმრის ნაზავი მოასხით.
გემრიელად მიირთვით.