ზღვის კომბოსტოს სასარგებლო სალათი

ზღვის კომბოსტოს სასარგებლო სალათი
fpaparazzi ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ უგემრიელესი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

მომზადების დრი: 15 წუთი
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 337 კკალ

საჭირო მასალა:

  • ხახვი 1 თავი
  • 400 გ ზღვის კოქტეილი
  • მარილი
  • 500 ზღვის კომბოსტო
  • ოხრახუში
  • ზეთი 3 ს/კ
  • 0,5 ცალი ლიმონი


მომზადების წესი:

  1. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ნახევარწრეებად. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით წმინდად.
  2. ლიმონს გააცალეთ ცედრა და დაჭერით წვრილ ჩხირებად. დაუმატეთ ხახვი, ოხრახუში და ცედრა ზღვის კომბოსტოს, აურიეთ.
  3. ლიმონის რბილობიდან გამოწურეთ წვენი, შეურიეთ ზეთს.
  4. დაუმატეთ კომბოსტოს მასას ზღვის პროდუქტების კოქტეილი, მოასხით ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი, აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!