შვრიის ფაფის ჯადოსნური თვისებები

შვრიის ფაფის ჯადოსნური თვისებები
შვრიის ფაფის გემო ბევრს არ მოსწონ და უამრავი სასარგებლო თვისების მიუხედავად, მაინც არ მოიხმარენ, თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე მიზეზს თუ რატომაც უნდა მოიხმაროთ იგი. ამის შემდეგ მასზე უარს ვეღარ იტყვით!

იგი არეგულირებს წონას

შვრია დაგეხმარებათ წონის კონტროლში. ის ხელს უწყობს ორგანიზმში ნეიროპეპტიდური ჰორმონის ქოლეცისტოკინინის გამომუშავებას, რაც აჩენს დანაყრების შეგრძნებას, აკონტროლებს მადას და ანტიდეპრესანტული თვისებები აქვს. დღეში 3 გ უჯრედისი ქოლესტერინს 8-23%-ით ამცირებს. შვრიის ფაფის დღიურ ნორმაში კი 4 გ უჯრედისი შედის. შვრიის რეგულარული მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. შვრია შესანიშნავი საკვებია სპორტსმენებისთვის და ხანგრძლივად უნარჩუნებს ორგანიზმს ენერგიას.

შვრიის ფაფა აუმჯობესებს კანს

შვრიის ფაფას აქვს კანის რეგერეატიული თვისებები. იგი უზრუნველყოფს დაჩქარეას კანის გაჯანსაღების, რაც იძლევა საოცარ შედეგს. იგი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რითაც ჩვენს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. თავისუფალი რადიკალები ონკო და გულსისლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მიზეზია.

შვრიის ფაფა ამცირებს დიაბეტის რისკს

შვრიას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. შვრია ცილისა და სასარგებლო ნახშირწყლების შესანიშნავი წყაროა - შედეგად ორგანიზმი ენერგიას დიდხანს ინარჩუნებს. ბეტა-გლუკანების საშუალებით, შვრია აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.