ტოპ-8 პროდუქტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს და გვიცავს მრავალი დაავადებისგან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია შუახნის ასაკის ადამიანებში. მავნე ჩვევებს, ირაციონალურ კვებას, ჭარბ სტრესს და ცუდ ეკოლოგიას დამღუპველი გავლენა აქვს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, საიდანაც სათავეს იღებს უამრავი სერიოზული დაავადება.
''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ძალზედ ეფექტურ მეთოდს, რომელიც გაგიწმედთ სისხლძარღვებს, აგარიდებთ თავიდან მრავალ პრობლემას და დაუბრუნებს თქვენს ორგანიზმს ახალგაზრდობას.
სასარგებლო პროდუქტები გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის:
თუ თქვენთვის საკუთარი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი მოცემული პროდუქტებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ძალზედ ეფექტურ მეთოდს, რომელიც გაგიწმედთ სისხლძარღვებს, აგარიდებთ თავიდან მრავალ პრობლემას და დაუბრუნებს თქვენს ორგანიზმს ახალგაზრდობას.
სასარგებლო პროდუქტები გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის:
- ქერი.
ბეტა-გლუკანის პოლისაქარიდი, რომელიც ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, B ჯგუფის ვიტამინები, A ვიტამინი და სხვა სასარგებლო მინერალური ნივთიერებები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ქერი, წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ თქვენ კვების რაციონს ქერის მარცვლებით გაამდიდრებთ, შეძლებთ სისხძარღვების გაწმენდას და თრომბოზის თავიდან არიდებას. - სელის თესლი.
სელის თესლის ნაყენი წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ის წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და ამ გზით თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზის განვითარებას. სელის თესლი მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებითა და უჯრედისით. ლიგანების მაღალი შემცველობის ხარჯზე ეს პროდუქტი საუკეთესოა ლამაზი სქესის წარმომადგენლებში მკერდის სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. - ზეითუნის ზეთი.
ოლეინის მჟავა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ზეითუნის ზეთი, არაჩვეულებრივად შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. ამ პროდუქტში შემავალი ომეგა 9-ის ცხიმოვანი მჟავები ამცირებს არტერიულ წნევას, თავიდან გვარიდებს გაცხიმოვნებას და გვეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში. გარდა ყოველივე ამისა, ზეითუნის ზეთი ეფექტურად უმკლავდება სისხლში ცუდი ქოლესტერინის ჭარბ დონეს. - თხილეული.
თხილეული, განსაკუთრებით კი კეშიუ და კაკალი, შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს. მოცემული პროდუქტები არაჩვეულებრივია სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. რაც შეეხება ნუშს, ის სტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას და იცავს სისხლძარღვების კედლებს ნაადრევი დაბერებისგან. - ცხიმიანი თევზი.
თევზი წარმოუდგენლად სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის. პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ეს პროდუქტი, ებრძვის ათეროსკლეროზს და თავიდან გვარიდებს მის დამღუპველ გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე. რეგულარულად ცხიმიანი თევზის მიღებით, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება. გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ჭარბადაა თევზში, ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს სისხლის პლაზმაში, თავიდან გვარიდებს თრომბების ფორმირებას და არეგულირებს სისხლის წნევას. გასაოცარია, არა? - ლობიო.
ლობიოს მარცვლები მდიდარია ღირებული ამინომჟავებითა და მცენარეული წარმოშობის ცილებით. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებსა და უჯრედისს. გარდა იმისა, რომ ლობიოს მარცვლები ეფექტურად ებრძვის ცუდ ქოლესტერინს და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ის ძალზედ დაბალკალორიული პროდუქტია. - ავოკადო.
ეს საოცრად გემრიელი, არომატული და წვნიანი ნაყოფი გულისა და სისხლძარღვების საუკეთესო მეგობარია! ავოკადო, რომელიც მდიდარია პოლიგაუჯერებელი ცხიმებით, ეფექტურად ებრძვის სისხლში ქოლესტერინის ჭარბ დონეს და თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. გარდა ამისა, ეს ანყოფი მდიდარია E, B6 და C ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც თავიდან გვარიდებს ნაადრევ დაბერებას. მიირთვით უგემრიელესი ავოკადო კვირაში მინიუმ 1-ხელ, რათა შეინარჩუნოს სიმხნევე და ჯანმრთელობა მრავალი წლით. - შავი შოკოლადი.
დიახ, სწორედ შავ შოკოლადს შეუძლია თქვენი სისხლძარღვების დაცვა სერიოზული დაავადებებისგან. ეთერზეთები, რომელთაც შავი შოკოლადი შეიცავს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. თუ თქვენ კვების რაციონში მოცემულ პროდუქტს ჩაამატებთ, შეძლებთ თრომბოციტების მუშაობის დარეგულირებას და სისხლძარღვების დაცობის თავიდან არიდებას. შავი შოკოლადის თვისება, გაგვიუმჯობესოს განწყობა და აგვავსოს უშრეტი ენერგიით, ფასდაუდებელია! მაგნიუმი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ის, ებრძვის დეპრესიას, ზრდის ადამიანის შრომისუნარიანოვას, აუმჯობესებს მეხსიერებას და აძლიერებს იმუნიტეტს.
თუ თქვენთვის საკუთარი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი მოცემული პროდუქტებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!