მწვანე ლობიო პომიდვრითა და ნიგვზით - ცნობილი კერძის განსხვავებული ვერსია!
fpaparazzi გემრიელ სამარხვო კერძს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- მწიფე პომიდორი 3-4 ცალი
- 0,5 ჭიქა ნიგოზი
- 1 კონა ქინძი
- 3-4 ღერი ოხრახუში
- 3-4 ღერი რეჰანი
- ნიორი 2 კბილი
- 500 გ მწვანე ლობიო
- 2 თავი ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პომიდორი დამდუღრეთ, გააცალეთ კანი და თესლი და დაჭერით. მოათავსეთ ქვაბში. დადგით ცეცხლზე და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
- ნიგოზი გაატარეთ. მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წმინდად.
- ნიორი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ.
- ლობიო დაამტვრიეთ, მოხარშეთ მარილწყალში, შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ ქვაბში.
- ხახვი გაფცქვენით, დაჭერით წმინდად და დაუმატეთ ლობიოს.
- აქვე დაუმატეთ მოთუშული ტომატი, გატარებული ნიგოზი, ნიორი, მწვანილი და შეკმაზეთ მარილითა და პილპილით გემოვნებით.
- დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!