როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კარტოფილი ნაღებითა და სოკოთი- არაჩვეულებრივი იდეა გარნირისთვის

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კარტოფილი ნაღებითა და სოკოთი- არაჩვეულებრივი იდეა გარნირისთვის
სოკოთი მომზადებული კერძის მთავარი საიდუმლო ის გახლავთ, რომ მან ბოლომდე შეინარჩუნოს არომატი და გემო. ჩვენს კერძის სწორედ ასე მომზადების საიდუმლოს გაგიმხელთ.

საჭირო მასალა:

  • ქამა სოკო 500 გ
  • ოხრახუში 1კონა
  • ნაღები 350 მლ
  • მარილი გემოვნებით
  • კარტოფილი 8 ცალი
  • ნიორი 3 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. სოკო დაჭერით თხლად და 1 ს.კ ზეითუნის ზეთთან ერთდ მოთუშეთ
2. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით რგოლებად, მოაყარეთ მარილი და ხეთმოსხმულ გახურებულ ტაფაზე შეწვით
3. ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ კარტოფილს. შემდეგ კი მოასხით ნაღები. ჩაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
4. შემდეგ კარტოფილი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. დაუმატეთ სოკო და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
5. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და აცხვეთ კერძი 20-30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით