მინესტრონე თეთრი ლობიოთი- უგემრიელესი იტალიური კერძი
მომზადების დრო- 1 სთ, პორციების რაოდენობა-4, სამზარეულო- იტალიური, კალორიულობა- 257 კკ-ია
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ყაბაყი- 0,5
- 1 კონა სატაცური
- 50 გ მზა პესტო მწვანე ბაზილიკისგან
- მარილი
- სტაფილო- 1 ცალი
- ხახვი- 1 თავი
- 200 გ თეთრი ლობიო
- კარტოფილი
- ზეითუნის ზეთი- 3 ს.კ
- 2-3 პომიდორი ჩერი
- ნიორი- 2 კბილი
მომზადების წესი:
- სტაფილო, კარტოფილი, ხახვი და ნიორი გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.
- ყაბაყი და სატაცური გარეცხეთ და დაჭერით ერთი ზომის ნაჭრებად.
- დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ნიორი და ოდნავ მობრაწეთ. შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეული და მანამ შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
- დაუმატეთ 1,3 ლ ბულიონი ან წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემედგ კი ხარშეთ საშუალო ზომის ცეცხლზე 10- 15 წუთი.
- დაკონსერვებული ლობიო გარეცხეთ და დაუმატეთ წვნიანს. ხარშეთ კიდევ 5-7 წუთით. შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ პომიდორი ჩერი და სუნელები. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით.