ქათმის სალათი იმერულად

ქათმის სალათი იმერულად
fpaparazzi ძალიან საინტერესო და მართლაც უგემრიელესი ქათმის სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ქათამი 1,5 კგ-იანი 1 ცალი
  • ახალი კომბოსტო 1 მოზრდილი თავი
  • მაგრად მოხარშული კვერცხი 5 ცალი
  • ნიგოზი 1,5 ჭიქა
  • ბროწეული 1 ცალი
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • კამა 1 კონა
  • კამა 1 კონა
  • ტარხუნა 4 ღერი
  • თეთრი ღვინის ძმარი 1 ს/კ
  • კარაქი 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი


მომზადების წესი:

  1. ქათამი გარეცხეთ და მოხარშეთ ნახევრად 40 წუთის განმავლობაში.
  2. გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე, წაუსვით კარაქი და მოათავსეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით.
  3. სანამ ქათამი მზადდება, დააბლენდერეთ ნიგოზი, დაუმატეთ ძმარი, მარილი და პილპილი. აურიეთ.
  4. გარეცხეთ ახალი კომბოსტო, მოაცალეთ ფურცლები და დახიეთ ხელით.
  5. მწვანე ხახვი, კამა და ტარხუნა გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად ადჭერით.
  6. მწვანე ხახვი, კამა და ტარხუნა გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.
  7. მოხარშული კვერცხი დაჭერით, გაარჩიეთ ბროწეული.
  8. ქათმის შემწვარი და გაცივებული ხორცი გაარჩიეთ ძვლებისგან და დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად.
  9. მოათავსეთ კომბოსტოს ფურცლები გაშლილი, დიდ თეფშზე. ჯამში აურიეთ ხორცი, კვერცხი, დაჭრილი მწვანილი და ბროწეულის მარცვლები. გადაიტანეთ კომბოსტოს ფურცლებზე და მოასხით ნიგვზის სოუსი.