ნესვის მსუბუქი და გემრიელი დესერტი

ნესვის მსუბუქი და გემრიელი დესერტი
მხოლოდ 3 ინგრედიენტი და უგემრიელესი დესერტი მზად არის... ჩაინიშნეთ ნესვის სეზონისთვის.

მომზადების დრო: 1 სთ
ულუფების რაოდენობა:4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 122 კკალ

საჭირო მასალა:

  • 1 ნესვი 1-1,5 კგ
  • ლიმონი
  • 2-3 ს/კ შაქარი


მომზადების წესი:

  1. გაჭერით ნესვი შუაზე, ამოაცალეთ გული. დაჭერით 2-2,5 სმ სიგანის ნაჭრებად, მოაცალეთ კანი. შემდეგ დაჭერით კუბიკებად.
  2. ლიმონს სპეციალური საჭრელით გააცალეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი. შაქრისა და ლიმონის წვენისგან მოხარშეთ სქელი სიროფი, დაუმატეთ 1-2 ს/კ გახეხილი ცედრა და გააცივეთ.
  3. ნერვის კუბიკებს მოასხით ლიმონის სიროფი და გააჩერეთ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!