ნესვი ხილის შიგთავსით
ეს არის ზაფხულის ყველაზე ცნობილი ხილის სახეობა, რომელიც არა მხოლოდ გემრიელი და არომატული, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. ალბათ ვერავის ვერ წარმოუდგენია ზაფხულის სიცხე და მზიანი ამინდები ნესვის გარეშე. დესერტი, რომლის მომზადებასაც ახლა ისწავლით ნამდვილად გახდება თქვენთვის ერთ - ერთი გამორჩეული ხილის ასორტი.
ინგრედიენტები: 6 ულუფა.
მომზადების წესი:
ინგრედიენტები: 6 ულუფა.
- 1 - ნესვი,
- 1/2 - ლიმონის წვენი,
- 2 ს/კ - თხელი თაფლი,
- 1 - ფორთოხალი,
- 1 - გრეიფრუტი,
- 1 - ვაშლი,
- 1 - ბანანი,
- 250 გრ - ყურძენი,
- 1 - პაკეტი შაქრიანი ვანილი,
- 1/4 - ჭიქა სქელი ნაღები.
მომზადების წესი:
- ნესვი გაჭერით სიგანეზე და ამოაცილეთ გული. შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი და თაფლი.
- ფორთოხალს და გრეიფრუტს შემოაცალეთ კანი და დაანაწევრეთ ლებნებად. ვაშლი გაჭერით თხლად, გამოაცალეთ გული და დაჭერით გრძლად. ბანანი დაჭერით რგოლებად. ყურძნის მარცვლები გაჭერით შუაზე და გამოაცალეთ წიპწა. დაჭერით ნესვის რბილობიც.
- დაჭრილი ხილი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ლიმონიანი თაფლი და მოათავსეთ ნესვში. ზემოდან გაანაწილეთ ათქვეფილი ვანილიანი ნაღები და მორთეთ ფორთოხლის ცედრით.