კატალონიური წიწაკის სალათა მუხოდოთი და პიკადის სოუსით

კატალონიური წიწაკის სალათა მუხოდოთი და პიკადის სოუსით
fpaparazzi ორიგინალური და ძალიან გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 4-5
მომზადების სირთულე: საშუალო
კალორიების რაოდნობა: 628

საჭირო მასალა:

  • 350-400 გ მუხუდო
  • დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ცალი საშუალოდ ცხარე ხმელი ჩილი


პიკადისთვის:

  • 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი „ქსტრა ვირჯინი“
  • 12 ცალი ნუში
  • ნიორი 2 კბილი
  • 12 ცალი თხილი
  • მწიკვი ზღვის მარილი
  • ერთი დაფნის ფოთოლი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 1 ცალი მოზრდილი ტკბილი წიწაკა
  • ხახვი 1 თავი
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • 2 ცალი ხორბლის კრეკერი
  • 2 ცალი პატარა ყვითელი ტკბილი წიწაკა


მომზადების წესი:

  1. დაასხით მუხუდოს ცივი წყალი და გააჩერეთ 10-12 საათი (აჯობებს, ეს წინა ღამით გააკეთოთ).
  2. შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და გადაიტანეთ მუხუდო დიდ ქვაბში, დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, დაასხით ადუღებული წყალი და დადგით საშუალო ცეცხზლე.
  3. 2 საათში დაუმატეთ მარილი და ხარშეთ კიდევ 20-30 წუთი. შემდეგ ამოიღეთ ხახვი და დაფნის ფოთოლი, გადაუღვარეთ წყალი, დაიტოვეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა ნახარში.
  4. შეწვით ტკბილი წიწაკა გრილის რეჟიმზე. თან პერიოდულად გადააბრუენთ, სანამ მკანი არ გაუმუქდება ყველა მხრიდან.
  5. შემდეგ მოათავსეთ წიწაკები პლასტიკატის პაკეტში 15 წუთი, შემდეგ ამოიღეთ და მაშნვე გააცალეთ კანი და თესლი. რბილობი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
  6. იმისათვის, რომ მოამზადოთ პიკადა, მშრა ტაფაზე მოხალეთ თესლისგან გასუფთავებული ჩილი, ნიორი და თხილი, შემდეგ გადაიტანეთ ყველაფერი სანაყში და დანაყეთ, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და დატეხილი კრეკერი, ასევე მარილი. გააგრძელეთ დანაყვა.
  7. თანდათანობით დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ისე, რომ მიიღოთ პასტის მაგვარი მასა. თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ გაათხელოთ მუხუდოს გადანახული ნახარშით.
  8. მოასხით მუხუდოს მიღებული პიკადა, დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ოხრახუში და გემრიელად მიირთვით.