სამარხვო ტოლმა და ფარშირებული ხმელი წიწაკა

სამარხვო ტოლმა და ფარშირებული ხმელი წიწაკა
fpaparazzi ტრადიციული ტოლმის ძალიან საინტერესო და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.

მომზადების დრი: 2 სთ 30 წთ
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 306 კკალ

საჭირო მასალა:

  • სტაფილო 400 გ
  • ხახვი 400 გ
  • მოხარშული ბრინჯი 1 კგ
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • ზეთი 5 ს/კ
  • ბულიონი 3 ჭიქა
  • კომოსტოს ფოთლები 1 კგ
  • ტკბილი წიწაკა ხმელი 8 ცალი


მომზადების წესი:

  1. წიწაკები დაალბეთ 1 საათით ცივ წყალში.
  2. კომბოსტოს ფოთლები მოწალეთ ადუღებულ მარილწყალში 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი.
  3. ხახვი დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში. სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ ხახვს და ხრაკეთ კიდევ 10 წუთი.
  4. შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი, შეანელეთ მარილით, პილპილით, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და თუშეთ კიდევ 5 წუთი.
  5. მზა გულსართი გააცივეთ. ნახევარი გულსართით გაავსეთ წიწაკები და მოათავსეთ კერამიკულ ჭრჭელში, დაასხით ერთი ჭიქა ბულიონი და აცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
  6. დანარჩენი ფარში გაახვიეთ კომბოსტოს მოწალულ ფურცლებში, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით დარჩენილი ბულიონი და თუშეთ 2 საათი ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!