ხორცით ფარშირებული წიწაკა
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ამ რეცეპტით ფარშირებული ბულგარული, განსაკუთრებით ტრადიციული ტოლმის მოყვარულებმა.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 8 ცალი ბულგარული წიწაკა
- 500 გ ძროხის ან ხბოს ხორცი
- 500 გ ღორის ხორცი
- 2 დიდი სტაფილო
- 2 დიდი ხახვი
- 100 გ ბრინჯი
- 1 ლ ქათმის ბულიონი
- ცოტა ოხრახუში
- მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, ამოაცალეთ გულები (თავი არ გადააგდოთ)
- წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო.
- ზეთზე მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო 20 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე.
- მოხარშეთ ბრინჯი (ნახევრად) და გადაავლეთ ცივი წყალი.
- ხორცსაკეპმანქანაში გაატარეთ ხორცი, დაუმატეთ მოხრაკული ხახვისა და სტაფილოს ნაწილი, ბრინჯი, წვრილად დაწრილი ოხრახუში, მარილიი და პილპილი.
- აქვე ერთ საიდუმლოსაც გასწავლით: იმისათვის, რომ ხორცის ფარში ჰაეროვანი გამოვიდეს, დაუმატეთ მას 2/3 ჭიქა ბოსტნეულის ან ქათმის ხორცის ბულიონი. კვლავ კარგად აურიეთ.
- დაიწყეთ ბულგარული წიწაკების ფარშით ამოვსება. ჩააწყეთ გატენილი წიწაკები ქვაბში. თითოეულს დააფარეთ საკუთარი “თავსახური”.
- დაასხით ქათმის ბულიონი და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ხახვი და სტაფილო. დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ერთი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!