სოკოთი და ბოსტნეულით ფარშირებული თალგამი
fpaparazzi სასარგებლო და გემრიელი კერძის რეცეპტს წარმოგიდგენთ.
მომზადების დრო: 1 სთ
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 1 სთ
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
- 1 კონა ჭყიმა მხალი
- ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
- 100 გ ხმელი თეთრი სოკო
- მწიკვი ხმელი ორეგანო
- ხახვი 1 პატარა თავი
- 8 დიდი ზომის თალგამი
- 300 გ სტაფილო
- ხმელი ქონდარი
მომზადების წესი:
- სოკო გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 2-3 საათი. ხარშეთ 20-30 წუთი იგივე წყალში.
- თალგამი გაარჩიეთ, არ გადააგდოთ ყუნწი. მოწალეთ თალგამი ადუღებულ მარილწყალში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი.
- კოვზით ფრთხილად ამოუღეთ გული ისე, რომ დარჩეს 0,5-1 სმ კედლები.
- თალგამის გული დაჭერით წვრილად და გადადეთ.
- ხახვი და სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებად.
- სოკო დაჭერით და მოხრაკეთ ზიეუთინის ზეთში მაღალ ცეცხლზე, დაუმატეთ ხახვი, სტაფილო და დაჭრილი თალგამის გული. თუშეთ 5 წუთი.
- დაუმატეთ ფარშს წვრილად დაჭრილი თალგამის მწვანე თავთავი, ჭყიმა მხალი, ორეგანო და ქონდარი, დაასხით 200 მლ სოკოს ბულიონი და თუშეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოქრება.. დაახლოებით 10 წუთი.
- დაუმატეთ მარილი და გაავსეთ ამოღრუტნული თალგამები ფარშით. მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში, დაასხით 0,25 ლ წყალი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი. დროდადრო მოასხით თავისივე წვენი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!